Награды : Posts : 15 Points : 48 Reputation : 5 Join date : 2011-11-03
Тема: Led Zeppelin Пт Ноя 04, 2011 4:59 am
ვილაპარაკოთ ამ შესანიშნავ ჯგუფზე გავუზიაროთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები ი ტაკ დალეე
ეს კი პატარა ინფო ვინც აზრზე არაა რაარი Lz
ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) — ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი. ლედ ზეპელინი დიფ ფარფლსა და ბლექ საბათთან ერთად ითვლება მძიმე როკის ერთ-ერთ პიონერად და დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის ამ ჟანრის განვითარებაში.
1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო, თუმცა ის კვლავ რჩება ერთ-ერთ საუკეთესო და ლეგენდარულ ჯგუფად როკ სამყაროში. ეს განაპირობა ჯგუფის კომერციულმა წარმატებამ, მიღწევებმა და მისმა გავლენამ სხვა შემსრულებლებზე. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.
2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.