Oasis in Georgian Web
მოგესალმებით!თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული საიტზე.გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია,რათა მოიპოვოთ სრული უფლება საიზე!

საიტის ადმინისტრაცია!
Oasis in Georgian Web
მოგესალმებით!თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული საიტზე.გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია,რათა მოიპოვოთ სრული უფლება საიზე!

საიტის ადმინისტრაცია!
Oasis in Georgian Web
Вы хотите отреагировать на этот пост ? Создайте аккаунт всего в несколько кликов или войдите на форум.
Oasis in Georgian Web


 
ФорумФорум  ГалереяГалерея  ПоискПоиск  Последние изображенияПоследние изображения  РегистрацияРегистрация  Вход  

Поделиться | 
 

 Windows 7 მიმოხილვა

Предыдущая тема Следующая тема Перейти вниз 
АвторСообщение
★★ILO★★
★★ILO★★
Administrator
Administrator

Posts : 30
Points : 221
Reputation : 0
Join date : 2011-10-21
Location : Georgia

Windows 7  მიმოხილვა Empty
СообщениеТема: Windows 7 მიმოხილვა   Windows 7  მიმოხილვა EmptyСб Ноя 05, 2011 2:40 am

Windows 7  მიმოხილვა 537px-WINDOWS_7_PC_STICKER.svg_



Windows 7 — ოპერაციული სისტემის Windows უკანასკნელი ვერსია, გამოშვებული 2009 წლის 22 ოქტომბერს. კომპანიამ Microsoft იგი გამოსცა პერსონალური კომპიუტერებისათვის, ლეპტოპებისათვის, ნეტბუკებისათვის, Microsoft-ის პლანშეტებისათვის და შინაური მედია ცენტრებისათვის.

განსხვავებით წინამორბედი Windows Vista-სგან, რომელშიც შეტანილი იყო მრავალი სიახლე, Windows 7-ში ყურადღება ექცევა იმ მოწყობილობებთან თავსებადობას, რომლებთანაც წინა სისტემაც იყო თავსებადი. Microsoft-ის მიერ 2008 წელს გამართულ პრეზენტაციებზე წარდგენილი იქნა ახალი სისტემის რამდენიმე სიახლე, როგორიც იყო შეხების ტექნოლოგია, სწრაფად გაშვების განსხვავებული დაფა, რომელსაც ამიერიდან Superbar ეწოდება, შინაური ქსელის სისტემა HomeGroup, და გაუმჯობესებები სწრაფმოქმედების მხრივ. ახალ სისტემაში შეტანილი რამდენიმე პროგრამა, რომელიც უკვე ვრცელდებოდა Windows-ის წინა ვერსიასთან ერთად (მაგალითად, Windows Calendar, Windows Mail, Windows Movie Maker და Windows Photo Gallery) არ იქნა შეტანილი Windows 7-ში - მომხმარებელს შეუძლია მათი თავად გადმოტვირთვა და ინსტალირება პროგრამების კრებულის Windows Live Essentials ფარგლებში.



ისტორია




უკვე 2000 წელს მაიკროსოფტში დაიწყეს ფიქრი სისტემის Windows XP შემდეგ ვერსიაზე და მის სერვერულ ვარიანტზე Windows Server 2003. თავდაპირველად მათ სურდათ მისი 2005 წელს გამოცემა.

სისტემა, რომელსაც ეწოდა კოდური სახელი ”Blackcomb”, მიზნად ისახავდა ფაილების ძიების და მონაცემთა დამუშავების გამარტივების, ფაილური სისტემის WinFS და სხვა სიახლეების შემოტანას. ბილ გეიტსის თქმით, ”Blackcomb უნდა ყოფილიყო სტრიქონი, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს მომხმარებლის ნაწერს და ავტომატურად შეივსება”.

თუმცა, Blackcomb გადაიდო და ამასობაში დაიწყო მუშაობა სისტემაზე "Longhorn", რომლის დებიუტიც 2003 წლისათვის იყო დაგეგმილი. ამ ვერსიაში თავდაპირველად შეიტანეს გადადებული პროექტის რამდენიმე ელემენტი. საბოლოოდ, Longhorn-ს ეწოდა Windows Vista და იგი ოფიციალურად გამოვიდა 2007 წლის იანვარში.





სახელწოდება



Windows Vista-ზე მუშაობის პარალელურად, Blackcomb-ს ეწოდა Vienna. თუმცა, 2007 წლის 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სახელწოდება შეცვლილი იქნა და ამჯერად ეს იყო Windows 7. 2008 წლის 13 ოქტომბერს ეს საბოლოოდ დადასტურდა. მაიკ ნეშის, ვინდოუსის პროდუქციის განხრით მაიკროსოფტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს სახელწოდება აირჩიეს იმიტომ, რომ ვინდოუსის უშუალო მიმართულებაში ეს არის მეშვიდე ვერსია.



განვითარება


Blackcomb


კოდური სახელწოდება Blackcomb თავდაპირველად ეკუთვნოდა სისტემას Windows NT 6.0. დაგეგმილი მისი Windows XP-ს შემდეგ გამოცემა. 2001 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Blackcomb გამოვიდოდა 2005 წელს, ხოლო 2002 წლის აგვისტოში - ის, რომ შუალედური ვერსია იქნება Windows Vista, დაფუძნებული ბირთვზე Windows NT 5. Longhorn-ის შექმნისას მას დაემატა Blackcomb-ის ფუნქციები და მიენიჭა ნომერი 6.0.
Вернуться к началу Перейти вниз
https://oasis.mirbb.com
 

Windows 7 მიმოხილვა

Предыдущая тема Следующая тема Вернуться к началу 
Страница 1 из 1

 Похожие темы

-
» Windows 7 Ultimate with Service Pack 1 (x64) & (x86) - DVD MSDN

Права доступа к этому форуму:Вы не можете отвечать на сообщения
Oasis in Georgian Web :: აპარატული განყოფილება :: SOFTWARE :: ოპერაციული სისტემა WINDOWS / Операционная Система WINDOWS-